LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: იყო კონკრეტული გადაცდომა, გულგრილობა, სისტემური პრობლემა არ ვლინდება – კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი უადგილოა

52
BeFunky-collage (8)

მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო თბილისის მერის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი არის „ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო“.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ზოგადად, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სისტემური პრობლემა ვლინდება.

კალაძე: რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს ამ კითხვას პირველ რიგში გამოძიებამ უნდა უპასუხოს – კანონის წინაშე ყველა თანასწორია, კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ

„ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს რადიკალურად განსხვავებული სურათი. ამ 5 წლის განმავლობაში, კახი კალაძის ხელმძღვანელობით თბილისის მერიაში ათასობით პროექტი განხორციელდა და ეს პროექტები გამორჩეული იყო მაღალი ხარისხით, როგორც ვიზუალური, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, არათუ სისტემური პრობლემა არ არსებობს, სისტემურად პროექტები ხორციელდება წარმატებით.

ამ შემთხვევაში იყო კონკრეტული გადაცდომა, გულგრილობა, რამაც გამოიწვია ტრაგიკული შედეგი. რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, ასეთი პრობლემა არ ვლინდება. ასეთ ვითარებაში მერის, კახი კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება დაზარალებულ მოზარდთან სტუმრობას, როგორც კობახიძე აცხადებს, ეს თბილისის მერის პასუხისმგებლობა იყო, ხოლო ამბავზე გამოხმაურებები არასწორად მიაჩნია.

კალაძე: დევი მეზურნიშვილთან და პატარა ლაზარესთან შეხვედრამ აჟიოტაჟი გამოიწვია, მეგობრებო, ეს ჩემი ვალდებულებაა, არა მხოლოდ როგორც მერის, არამედ როგორც ოთხი შვილის მამის

„მერის მხრიდან ბავშვთან სტუმრობა იყო ელემენტარული პასუხისმგებლობა. ფოტოების დადებას რაც შეეხება, რატომ დადო ბავშვმა ეს ფოტოები და შემდეგ ბავშვის ბულინგი, ესეც არასწორი მგონია. რაც შეეხება კახი კალაძეს, მისი მხრიდან ბავშვთან სტუმრობა იყო მერის პასუხისმგებლობის გამოვლინება“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სულ 9 პირი დააკავეს, მათგან ერთ-ერთი თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი ვახტანგიშვილია, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილითაა დაკავებული. აღნიშნული მუხლი სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს: ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ჩემი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g