LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე კრამონზე: არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან

79
BeFunky-collage (11)

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, იმ განცხადებების შემდეგ, რაც თბილისში მყოფმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა გააკეთა, ის არათუ ნიკა გვარამიას მოსანახულებლად, არამედ არსად შესაშვები არაა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზე ვიოლა ფონ კრამონმა „ძალიან მძიმე“ განცხადება გააკეთა.

„ვიოლა ფონ კრამონს რაც შეეხება, მასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცნობილია და მისი განცხადებებით, რომელიც გასული დღეების განმავლობაში აკეთა, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, თუ რატომ გვაქვს ჩვენ ჩვენი დამოკიდებულება ადამიანის მიმართ.

მათ შორის ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით. თქვა, რომ ეს რეზოლუცია და ის ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ეხებოდა, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ახლა ასეთ რაღაცებს რომ ლაპარაკობს ადამიანი, მე მგონია, რომ ის არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან, ან ვინმე სხვასთან“, — განაცხადა კობახიძემ.

თბილისში ვიზიტით ყოფნისას ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ციხეში მონახულებაზე უარი უთხრეს.

დეოლიგარქიზაცია სჭირდება ყველა ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში შესვლა სურს – ეს პრობლემა გვაქვს საქართველოში: ვიოლა ფონ კრამონი

კრამონი: 2008 წელს რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა, შესაძლოა, ყირიმის ანექსია თავიდან აგვერიდებინა, მაგრამ ახლა გვიანია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები