LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეოლიგარქიზაცია სჭირდება ყველა ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში შესვლა სურს – ეს პრობლემა გვაქვს საქართველოში: ვიოლა ფონ კრამონი

76
1616178684-ვიოლა-ფონ-კრამონი

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, „დეოლიგარქიზაცია სჭირდება ყველა ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში შესვლა სურს“. მისივე განმარტებით, საქართველოს ეს პრობლემა აქვს და სწორედ ამიტომ შედის დეოლიგარქიზაცია ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციის სიაში.

მისი თქმით, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები შეშფოთებას იწვევს.

საქართველო ახლა გზაჯვარედინზეა: დაიცვას ძალაუფლება და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თუ გაატაროს საქართველოსთვის საჭირო რეფორმები – ლორა თორნტონი

კრამერი: თუ პოლიტიკურ ფიგურებს სურთ, ამ ქვეყნის პროგრესი იხილონ, მათ უნდა იმუშაონ ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ ყველა პუნქტზე

ევროპარლამენტარები, რომლებიც დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე საუბრობენ, ვითომ მეგობრულად შერაცხული, ამ ქვეყნის მტრები არიან: კახა კალაძე

„საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ძალიან გვაშფოთებს, მათ შორის მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული მდგომარეობა, სხვადასხვა აქტივისტის, მედიის წარმომადგენლების, თქვენი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენები და ა.შ. ასევე ამას დამატებული სიტუაცია, ერთი პიროვნების გავლენა, რომელიც არის უკიდურესად მდიდარი და რომელიც რეალურად მართავს ქვეყანას, ასე რომ ეს დემოკრატიისთვის სასარგებლო არ არის, თუ გყავთ ისეთი მდიდარი ბიზნესმენები, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი და ის მთელ სტრუქტურაზე გავლენას ახდენს, სახელმწიფოს ხელში ჩაგდება – აი, როგორ ვუწოდებთ ჩვენ ამას.

ვფიქრობ, დეოლიგარქიზაცია სჭირდება ყველა ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში შესვლა სურს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ეს პრობლემა საქართველოში და ამიტომაც არის ნახსენები და არის ევროკავშირის მიერ შეთავაზებული 12 პირობიდან ერთ-ერთი“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g