თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „დიდება უკრაინას“ გაიმართა, რომელსაც ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები, ქართველი პოლიტიკოსები და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ევროპარლამენტარებმა კონფერენციაზე დეოლიგარქიზაციაზე გააკეთეს განცხადებები. მათ განცხადებებს თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა და განმარტა, რომ „ევროპარლამენტარები, რომლებიც დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე, ვითომ მეგობრულად საუბრობენ, საქართველოს შერაცხული ქვეყნის მტრები არიან“. მისივე განცხადებით, საქართველოს არჩეული კურსიდან არასდროს გადაუხვევია.
„დეოლიგარქიზაციაზე ჩვენი მხრიდან არაერთხელ იქნა გაკეთებული განცხადება. რაც შეეხება იმ მოთხოვნებს, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ცვლილებები განხორციელდეს. ვინც ამ კონფერენციას ესწრებიან, ისინი არიან ამ ქვეყნის მტრები ვითომ მეგობრულად შერაცხულები. რაც შეეხება ქვეყნის კურსს, საქართველოს არასდროს გადაუხვევია ამ კურსისთვის. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის ის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან, უვიზო მიმოსვლასთან და სხვა მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებით. ასევე, განახორციელებს რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია ამ გზაზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.