LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: მარტივი კითხვაა, უნდა ეპასუხა დეგნანს შეხვდა ივანიშვილს თუ არა.. გაუგებარი პასუხი მივიღეთ

103
BeFunky-collage (8)

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს უნდა ეთქვა, შედგა თუ არა მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა.

როგორც კობახიძემ საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, ამ კითხვასთან დაკავშირებით ელჩისგან „გაუგებარი პასუხი მივიღეთ“.

კობახიძე: ელჩისგან ველოდით პასუხს, რომ საელჩოდან მოსამართლეზე ზეწოლა არავინ უკადრია, მოსამართლეზე ზეწოლას შეიძლება საკანონმდებლო რეაგირება დასჭირდეს 

„არ ვიცი, ეს კითხვა დაისვა მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან და რა თქმა უნდა, აქაც ველოდით მკაფიო პასუხს. ძალიან მარტივი კითხვაა, შედგა შეხვედრა, თუ არა. მე არ ვიცი, [შედგა თუ არა შეხვედრა] ამიტომ, რა თქმა უნდა, ელჩისგან საინტერესო იყო ამასთან დაკავშირებით პასუხის მოსმენა. მას უნდა ეთქვა, ან შედგა ან არ შედგა და საზოგადოება ამას გაიგებდა. თუმცა, გაუგებარი პასუხი მივიღეთ, თან ითქვა, რომ ჭორაობაა, თან ის, რომ პასუხს არ გასცემ. ანუ თან არც უარყო და თან ჭორაობა უწოდა თვითონ საუბარს ამ თემასთან დაკავშირებით. მე არ ვიცი, რა ინფორმაცია აქვს მიხეილ ყაველაშვილს, თუმცა კითხვა დაისვა და კითხვაზე საჭიროა მკაფიო პასუხი.

შეხვდა თუ არ შეხვდა არ უთქვამს, რაც ცუდია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ არ ვიყავით მომხრე, რომ საჯარო კითხვები დასმულიყო ასეთ თემებთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც საჯაროდ ისმება ასეთი კითხვა, ბუნებრივია, ამაზე საჭიროა საჯარო მკაფიო პასუხის გაცემა. უნდა ითქვას, იყო ასეთი შეხვედრა, თუ არ იყო. რა თქმა უნდა, საზოგადოებას ეს უკვე აინტერესებს, თუმცა ამაზე პასუხი საზოგადოებამ ვერ მიიღო“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, მმართველი პარტიიდან წასული წევრი მიხეილ ყაველაშვილი ორი დღეა საუბრობს იმაზე, რომ გაჩნდა კითხვა ხომ არ შედგა  შეხვედრა ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს შორის შეხვედრა.

იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დგენანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ – ისურვებდა თუ არა ყაველაშვილი ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g