LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ელჩისგან ველოდით პასუხს, რომ საელჩოდან მოსამართლეზე ზეწოლა არავინ უკადრია, მოსამართლეზე ზეწოლას შეიძლება საკანონმდებლო რეაგირება დასჭირდეს 

93
Untitled design

“ვფიქრობდით, აშშ-ის ელჩი უარყოფდა იმ ბრალდებას, რომელიც გაისმა მოსამართლე ჩხიკვაძის მხრიდან, თუმცა, ეს არ მოვისმინეთ, რაც ძალიან დამაფიქრებელი და ძალიან შემაშფოთებელია”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე საუბრის დროს განაცხადა.

კელი დეგნანი მოსამართლის განცხადებაზე: ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, სიმართლეს არ შეესაბამება

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თუ სადმე არსებობს რისკი, რომ ვიღაც შეიძლება მოსამართლეზე ზეწოლას ახდენდეს, ამას შესაბამისი რეაგირება სჭირდება და ამას შეიძლება საკანონმდებლო რეაგირება დასჭირდეს:

“სასამართლო ზეწოლისგან თავს რომ იცავს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ამას ვერავინ დაარქმევს კამპანიას ვინმეს წინააღმდეგ. თუ სასამართლოზე ზეწოლა ხორციელდება და სასამართლო ამისგან თავს იცავს, ეს არის ჯანსაღი მოვლენა, სასამართლო არის ერთ-ერთი ინსტიტუტი, ამ ინსტიტუტს წარმოადგენენ მოსამართლეები და შესაბამისად, ისინი როცა თავს იცავენ, ეს არის ლოგიკური გაგრძელება.

რაც შეეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხს, ველოდებოდი მკაფიო განმარტებას და იმის უარყოფას, რომ ასეთი ჩარევა არ მომხდარა.

ჩვენ წარსულში არაერთხელ გვითქვამს, როცა კამპანია აგორებული იყო ზეწოლასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის საელჩოდან ამას არავინ იკადრებდა.

სწორედ ასეთ პასუხს ველოდით ამერიკის ელჩისგან, რომ ის დარწმუნებული იყო, რომ ამერიკის საელჩოში ეს არავის უკადრია, შესაბამისად, ვფიქრობდით, ის უარყოფდა იმ ბრალდებას, რომელიც გაისმა მოსამართლე ჩხიკვაძის მხრიდან, თუმცა, ეს არ მოვისმინეთ, რაც ძალიან დამაფიქრებელი და ძალიან შემაშფოთებელია.

ჩვენთვის საინტერესოა, მივიღოთ მკაფიო პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, განხორციელდა თუ არა ზეწოლა, თან ასეთი უხეში ფორმით, როგორზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე, ეს ფაქტი ან უნდა იყოს უარყოფილი ძალიან მკაფიოდ და ცხადად, ან ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა ქართველ მოსამართლეზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას საელჩოში შეხვედრაზე აუხსნეს, რომ ელჩი დაინტერესებული იყო გვარამიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მიზეზით და ასევე შეიტყო ის, რომ აშშ-ში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტში მისი მონაწილეობა “არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული” იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g