LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: სააკაშვილის განცხადებებიდან გავიგეთ, რომ სანდრას დაჭერა და საკუთარი თავის გათავისუფლება უნდა

1400
Untitled design - 2021-12-02T174426.604

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები არის საკუთარი დანაშაულების თანაგუნდელებზე და ახლა უკვე ოჯახის წევრებზე გადაბრალება.

კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და შესაბამისი სასჯელიც ეკუთვნის.

„მიხეილ სააკაშვილის განცხადებები არ მომისმენია, მაგრამ ინტერნეტში ამონარიდები ვნახე. ერთი, რაც გავიგეთ, არის ის, რომ სანდრას დაჭერა და საკუთარი თავის გათავისუფლება უნდა. ეს არის მთავარი ფაბულა მისი დღევანდელი გამოსვლის.

რაც ვნახე ამონარიდებში, არის იმის გაგრძელება, რაც პირველ შემთხვევაში მოვისმინეთ. ეს არის სიცრუის წარმოუდგენელი ტირაჟირება და გადაბრალება საკუთარ თანაგუნდელებზე და ახლა უკვე ოჯახის წევრებზე იმ დანაშაულების, რომლებიც რეალურად მას აქვს ჩადენილი. მას მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და შესაბამისი სასჯელი ეკუთვნის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „სანდრას უამრავი ხარჯია, ბავშვებზე საჩუქრები, საწოლის ყიდვა ერთ-ერთი ბავშვისთვის, ბატუტიანი საწოლი არ გეგონოთ, და უამრავი სხვა. სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად ერთ საბრალდებო სკამზე, რადგან ამ ხარჯების მეოთხედი, თუ მეხუთედი სანდრასია, ოღონდ, ვიდრე სანდრას ედავებით, გაიხსენეთ, რომ სანდრამ შემოიტანა ამ ქვეყანაში 100 მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სფეროში“.

რა განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე:

ერთ-ერთი ორგანოს ძალიან მწვავე ანთება მქონდა- მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის შემდეგ მიღებულ სტრესზე

სააკაშვილი: სანდრას რატომ არ ასამართლებენ? სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე

სააკაშვილი: საჭმლის ფულის პრობლემა გვქონდა, როცა წავედი… კიევში პატარა სარაია ავაშენე იმასთან შედარებით, რაც შოთაძემ აიშენა

როცა გონება დავკარგე, ექიმები თვლიდნენ, რომ 2-3 დღე მქონდა დარჩენილი სიცოცხლის, 7 საათზე მომიწყვეს “შუმოკი”, წინა “შუმოკებზე” იყო დედის გინება, ახლა ყვიროდნენ მოვდივართო, დაიწყო კარებმა ბრახუნი: მიხეილ სააკაშვილი

თავს მშვენივრად ვგრძნობ – სააკაშვილი მოსამართლეს

სუს-ის შენობაში დისკოთეკა უნდა გაიხსნას: მიხეილ სააკაშვილი

მივიყვანე სახლში და რამდენიმე საათში გავიგე, რომ აღარ იყო – გიორგი სანაიას გაპამპულავებული ვყავარ: მიხეილ სააკაშვილი

ძალიან განვიცდი, ეს ინგასთვის არასდროს მითქვამს და მინდა იცოდეს – რის გამო მოუხადა სააკაშვილმა ინგა გრიგოლიას ბოდიში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები