LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-ის შენობაში დისკოთეკა უნდა გაიხსნას: მიხეილ სააკაშვილი

226
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში დისკოთეკა უნდა გაიხსნას. მისივე განმარტებით, სუს-ი უნდა გაუქმდეს და დიდი ბოქლომი დაედოს.

„მთლიანად უნდა შეიცვალოს სასამართლო სისტემა, ყველანი უნდა იყვნენ დათხოვნილი, მთლიანად უნდა გაუქმდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გაუქმდეს, დაიკეტოს, დიდი ბოქლომი დაეკიდოს, დისკოთეკა გაიხსნას მაგის მაგივრად, თუ ვინმეს მოსწონს ეგეთ ადგილზე გართობა და მთლიანად უნდა გამოიცვალოს პროკურატურის კორპუსი. ამათ აღარაფერი აღარ გამოასწორებთ, ამათი გამოსწორება ისეთივე შეუძლებელია, როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები