„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის – ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს ეხმიანება და ამბობს, რომ ეს სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია.
კობახიძის თქმით, „თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა“.
„ამ ორი ადამიანის ურთიერთობა, მე მგონი, ცალკე განხილვის საგანია. როდესაც კონკრეტული ადამიანი შენ გეძახის რეზიდენტს და მერე – აღარ მინდა გავიმეორო, რას გეძახის – ამის მერე, ასეთი ადამიანის შეწყალებაზე თუ კიდევ ფიქრობ, მაშინ ადასტურებ, რომ ეს გამონათქვამი სწორი ყოფილა. ანუ, რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, გამოდის, რომ ეს ყოფილა მართალი, სწორი, თუ ის ამ პიროვნების შეწყალებას დათანხმდება, ნუ, ეს სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.