LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაბეიშვილი პრეზიდენტზე: „საუბრობს, მაგრამ არ მოქმედებს, თუ მოქმედება უნდა, შეუძლია მესამე პრეზიდენტი და ნიკა გვარამია გაათავისუფლოს“

147
Untitled design

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილს მოქმედება უნდა, ისინი უნდა შეიწყალოს.

ხაბეიშვილი: დროა პრეზიდენტმა საკუთარი სიტყვები ქმედითი ნაბიჯებითა და მის ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენებით დაამტკიცოს, რაც ნიკა გვარამიას გათავისუფლებას გულისხმობს 

ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ „პრეზიდენტი და ხელისუფლება ერთმანეთს ეჯიბრება“.

„პრეზიდენტი და ხელისუფლება ერთმანეთს ეჯიბრება, რომელი იქნება ბიძინა ივანიშვილის უკეთესი მოურავი.

„ოცნება“ ცდილობს, 26 მაისის ფაქტი რამენაირად გადაფაროს - დაიცვან პრეზიდენტის ინსტიტუტი სიტყვით ერთია და ქმედებით – აბსოლუტურად სხვა – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტი ვერ გაიცნო და მისი ხასიათი ვერ გაიგო. მასზე პრევენცია და ზემოქმედება არ მოქმედებს - პრეზიდენტი საზოგადოებას ნაწილებად არ ყოფს, ყველას პრეზიდენტია“

ის საუბრობს, მაგრამ არ მოქმედებს. სალომე ზურაბიშვილს თუ მოქმედება უნდა, შეუძლია გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი, შეუძლია გაათავისუფლოს ნიკა გვარამია.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ორ რუსულ შიდა ძალას შორის არის დაპირისპირება, რადგან მათ შორის საუბრის გარდა სხვაობა არაფერი არ არის, ქმედებებით აბსოლუტურად იდენტურია. ამიტომ ის, რომ ბიძინა ივანიშვილის კარზე ერთმანეთს ეჯიბრებიან, ეს საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა“, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

პაატა მანჯგალაძე: ვიდრე სალომე ზურაბიშვილი საუბრებიდან ქმედებაზე არ გადავა, არ გაათავისუფლებს ნიკა გვარამიას, მე მას ერთი მსახიობის თეატრის წარმომადგენლად ჩავთვლი 

magti 5g