LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა მანჯგალაძე: ვიდრე სალომე ზურაბიშვილი საუბრებიდან ქმედებაზე არ გადავა, არ გაათავისუფლებს ნიკა გვარამიას, მე მას ერთი მსახიობის თეატრის წარმომადგენლად ჩავთვლი

186
Untitled design (8)

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ვიდრე სალომე ზურაბიშვილი საუბრიდან ქმედებაზე არ გადავა და ნიკა გვარამიას არ გაათავისუფლებს, მას ერთი მსახიობის თეატრის წარმომადგენლად ჩათვლის.

მისივე თქმით, სტრატეგიულ საკითხებში სალომე ზურაბიშვილის მთავარი მოკავშირე ბიძინა ივანიშვილია.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ვფიქრობთ, რომ ორკესტრირებული არიან „ქართული ოცნება“ და სალომე ზურაბიშვილი. ტაქტიკურ საკითხებზე შეიძლება ჰქონდეს უთანხმოება ღარიბაშვილთან და კობახიძესთან, მაგრამ სტრატეგიულ საკითხებში მთავარი მოკავშირეა ბიძინა ივანიშვილის. ვიდრე სალომე ზურაბიშვილი ამ საუბრებიდან არ გადავა ქმედებაზე, არ გაათავისუფლებს ნიკა გვარამიას, მე მას ჩავთვლი ერთი მსახიობის თეატრის წარმომადგენლად, რადგან ყველა სტრატეგიულ საკითხზე არის ბიძინას მოკავშირე. მე არ მინახავს სალომე ზურაბიშვილი ემიჯნებოდეს ივანიშვილის ქმედებებს და რასაც აკეთებ კობახიძე, იმას აკეთებს ბიძინა, რადგან კობახიძე ბიძინას გარეშე არ წარმოადგენს არაფერს. მე არ მჯერა პრეზიდენტის“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

magti 5g