„კონსერვატორები“ საკანონმდებლო ცვლილებას მხარს დაუჭერენ. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე „კონსერვატიული პარტიის“ ხელმძღვანელმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
„პოლიტიკა ისეთი სფეროა, სადაც არასდროს არ უნდა თქვა „არასდროს“. ვიტყვი, რომ საკონსტიტუციო ცვლილება გავიდა, როდესაც სამივე მოსმენა დასრულდება და ცვლილებები შევა კონსტიტუციაში“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს
"ჩვენი მხარდაჭერა უპირობო იქნებოდა 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებით, კერძოდ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებით, რაც სამწუხაროდ ამ მომენტამდე არ მოხდა."
ცნობისთვის, დღეს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით უყრის კენჭს.
კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.
კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.
დღეს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით უყრის კენჭს