LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსერვატორიის სტუდენტი გოგონა მამის გადარჩენას ცდილობს: “იქნებ გამიწიოთ რეკომენდაცია”

585
69889427-2758033984242637-1379488343800152064-o

კონსერვატორიის სტუდენტი, ნიკი სამნიაშვილი მამის გადარჩენას ცდილობს. გოგონას მამას ფილტვებზე მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვს.

სიმსივნის შესახებ უკვე ერთი წელია იციან, თუმცა ზუსტი დიაგნოზი მხოლოდ ზაფხულში გაიგეს.

“მამას 1 წელია აქვს სიმსივნე, მაგრამ რაზე ჰქონდა ივლისამდე ვერ გაიგეს. მანამდე მარდალეიშვილში ვმკურნალობდით, მაგრამ ვერ იგებდნენ რაზე ჰქონდა მამას ეს დაავადება. ივლისში მედისონში წავიყვანე და ექიმიც გამოვიცვალეთ. 5 დღეში დაზუსტდა დიაგნოზი. ძალიან წვალობს ჩემი მამიკო, მაგრამ ყველაფერს  ვაკეთებთ, რომ 3-4 წელი მაინც იცოცხლოს. ჩემთვის ეს ყველაფერია,” – ამბობს ნიკი “ფორტუნასთან”.

ოჯახს მკურნალობისთვის საჭირო თანხები არ აქვს, ამიტომ ნიკი ცდილობს ფინანსები იმით მოიძიოს, რისი კეთებაც შეუძლია.

მას კი კვირაში სამი საღამო აქვს თავისუფალი და ანაზღაურების სანაცვლოდ იმ კაფეში, რესტორანში ან ბარში დაუკრავს, სადაც მშვიდი მუსიკა სჭირდებათ.

ნიკი სამნიაშვილი ამბობს, რომ შეუძლია შემოთავაზებები მიიღოს თბილისიდან, ბათუმიდან, მცხეთიდან და სხვა ქალაქებიდანაც.

“კვირაში სამჯერ დავუკრავდი სადმე, საღამოს, პატარა კაფეში (ბათუმშიც, თბილისშიც, მცხეთაშიც. ყველგან) იქნებ ვინმემ იცოდეთ, სადაც მშვიდი მუსიკა ენდომებათ…

მამაჩემს ყოველდღიურად ესაჭიროება წამლები, ვერ ვწვდებით. ხალხთან თხოვნებიც ძალიან მერიდება უკვე. გთხოვთ, იქნებ სადმე რეკომენდაცია გამიწიოთ,” – ითხოვს ნიკი სამნიაშვილი.

ნიკის მამის გადასარჩენად შესაძლებელია თანხის ჩარიცხვა ანგარიშის ნომრებზეც:

მიმღები – ნინო სამნიაშვილი

GE35BG0000000161372872 საქართველოს ბანკი

#GE51LB0711191483692000 ლიბერთი ბანკი

18001028847 ნინო სამნიაშვილი