LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსულტაციები გრძელდება… ამნისტია არ შეეხება იმათ, ვინც ადამიანები დაასახიჩრეს და ამის ბრძანება გასცეს: სამადაშვილი

90
BeFunky-collage (3)

IRI-ის ოფისში “ქართული ოცნებისა” და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან პარლამენტის არჩეულმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა თქვა, მხარეებს შორის პოზიციები დაახლოვდა. მისივე თქმით, კონსულტაციები კვლავ გაგრძელდება:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის საკითხები, სადაც პოზიციები დაავაახლოვეთ. ვფიქრობ, სრული კონსენსუსია იმ საკითხზე, რომ ამნისტია ვერანაირად ვერ დაიცავს ვერავის, ვინც პასუხისმგებელია ადამიანების სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაზე. შესაბამისად, ვერ დაიცავს ვერც იმ ადამიანებს, ვინც გასცეს ბრძანება, რომლის შედეგადაც მიღებული იქნა მსგავსი დაზიანება. ამიტომ, მინდა გასაგებად ვთქვა, ამ ამნისტიის შედეგად დასახიჩრებაზე პასუხისმეგებელი პირები დაცული არ იქნებიან.

ხვალ, ამნისტიის კანონპროექტი დიდი ალბათობით არ დარეგისტრირდება – ჯაფარიძე

ეს არის „ქართული ოცნების“ პოზიცია. რაც შეეხსება იურიდიულ ტექნიკას, ანუ, როგორ გაიწერება საბოლოოდ ამნისტიის კანონპრექტი, ამაზე ხვალ გავაგრძელებთ საუბარს და კონსულტაციებს. ხვალ არის მნიშვნელოვანი დღე, როდესაც შეთანხმების შესრულება იწყება. შესაბამისად, ოპოზიცია პარლამენტში დარეგისტრიდედება და ამის შემდეგ გადაიდგმება პირველი ნაბიჯი გიორგი რურუას შეწყალების სახით. რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, ამაზე ხვალ კონსულტაციები გაგრძელდება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g