“კორონავირუსის 24-ე შემთხვევა იტალიაში მოგზაურობას უკავშირდება”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„დეტალურად მაქვს ინფორმაცია, ეს პაციენტი, რომელ ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ ჯერ ვერ გიპასუხებთ. პროცედურა არის ასეთი: როდესაც დასტურდება ინფორმაცია, ის ეძლევა ჯერ საავადმყოფოს და შემდეგ ოჯახს. შემიძლია, იმის თქმა, რომ ეს არ არის მესამეული და მეოთხეული გადაცემა, არ არის შიდა, არამედ – შემოტანილ შემთხვევასთან ასოცირებული“, – განმარტა ამირან გამყრელძემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა
საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევა დადასტურდა.