LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის ახალი შტამი გერმანიაშიც დაფიქსირდა

88
image

კორონავირუსის ახალი სახეობა გერმანიაშიც დაფიქსირდა.

მუტაციის შემთხვევა ოფიციალურად დაადასტურა ბადენ-ვიურტენბერგის ადგილობრივმა ხელისუფლებამ.

როგორც ცნობილი ხდება, დაინფიცირებულ ქალბატონს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ის ლონდონიდან ფრანკფურტში 20 დეკემბერს ჩაფრინდა. მოგვიანებით ტესტის გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ის კოვიდ-19-ის ახალი სახეობით იყო ინფიცირებული.

Deutsche Welle-ს  ინფორმაციით, პაციენტი იზოლაციაშია, თვითიზოლაციაში გადავიდა მასთან კონტაქტში მყოფი სამი პირიც.

კორონავირუსის ახალი სახეობა ბრიტანეთში 14 დეკემბერს აღმოაჩინეს.

ჯანდაცვის ექსპერტების ვარაუდით, ვირუსი, რომელმაც მუტაცია განიცადა, დაახლოებით, 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება.

ახალი შტამის გამოვლენის შემდეგ, დიდ ბრიტანეთთან სატრანსპორტო და ავიამიმოსვლა შეწყვიტა მრავალმა ქვეყანამ. გამკაცრდა რეგულაციები – ბრიტანეთიდან დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კარანტინის გავლა სავალდებულო ხდება.

ამ დროისთვის, კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირებულია ბრიტანეთში, იტალიაში, ბელგიაში, შვეიცარიაში, ისრაელსა და ავსტრალიაში. მისი 33 შემთხვევა გამოვლინდა დანიაშიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g