LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოშიც დაფიქსირდა

257
1

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი ოფიციალურად დადასტურდა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იმნაძის განცხადებით, გამოკვლეული სამი ნიმუშიდან, ერთ შემთხვევაში კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტი აღმოჩნდა.

ვირუსით ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული პაციენტია, ის იზოლაციაშია და თავს კარგად გრძნობს.

როგორც იმნაძემ განაცხადა, მიმდინარეობს პაციენტის კონტაქტის ბიოლოგიური მასალის კვლევა. ის ბრიტანეთში არ ყოფილა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რომელ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს ინფიცირებულს.

მისივე თქმით, ახალი შტამით ინფიცირებული უკვე, პრაქტიკულად, გამოჯანმრთელებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები