LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომა მოიწვია

175
Covid-19-South-Africa-new-strain-coronavirus-1637888740930-1637888741056

კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომა მოიწვია.

კორონავირუსის ახალი სახეობის, B.1.1.529-ის შტამი პირველად აფრიკის სამხრეთში აღმოაჩინეს.

ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ამ ვარიანტით ინფიცირების რამდენიმე ათეული შემთხვევაა. კორონავირუსის ახალი სახეობა ჰონ-კონგშიც დაუდასტურდა პირს, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

მეცნიერების წინასწარი ვარაუდით, ახალი შტამი შესაძლოა, დღემდე გამოვლენილ სახეობებზე უფრო გადამდები იყოს. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ახალ სახეობას სულ მცირე ათი მუტაცია აქვს, მაშინ როცა დელტა ვარიანტს მხოლოდ ორი. სამხრეთაფრიკელმა ეპიდემიოლოგმა, სალიმ კარიმმა BBC-ს უთხრა, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა შესაძლოა, ნაკლებად ექვემდებარებოდეს დღეს არსებული ვაქცინების ზემოქმედებას.

სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტი, შესაძლოა, უფრო გადამდები იყოს, ვიდრე „დელტა“: გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი

სამხრეთ აფრიკელი მეცნიერების მიერ აღმოჩენილი COVID-19-ის ახალი შტამის გამო ქვეყნები შეზღუდვებს აწესებენ.

ისრაელმა საკუთარ მოქალაქეებს სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში გამგზავრება აუკრძალა, ისრაელში ვერ შევლენ ამ რეგიონიდან ჩასული უცხოელებიც. დღეიდან აფრიკის 6 ქვეყანასთან ავიამიმოსვლას შეზღუდავს დიდი ბრიტანეთიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g