LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის მუტაციამ ბავშვთა ინფიცირების შემთხვევები არ გაზარდა – პედიატრების დასკვნა

122
-116331804-hands

ექიმები ირწმუნებიან, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ბავშვებში განსაკუთრებული სისწრაფით ნამდვილად არ ვრცელდება.

ლონდონის სამეფო კოლეჯის და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი განსაკუთრებულ ცვლილებას ნამდვილად ვერ ატყობს.

ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ლონდონის ჰოსპიტალის წარმომადგენელმა ,,ბიბისის” რადიოს უთხრა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული ბევრი ბავშვი ყავდათ.

ბრიტანელი ეპიდემიოლოგი ლაურა დაფელი კი ფიქრობს, რომ სინამდვილეში ყველაფერი ზამთრის სეზონის და ჩვეულებრივი ვირუსების დამსახურებაა. საავადმყოფოები სწორედ ამ ფაქტის გამო გაივსო და ბავშვთა გაზრდილი ავადობა კორონავირუსის ახალ შტამს არ უკავშირდება.

„ახალი ტალღა თავს მოულოდნელად დაგვეცა და ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ცოტა შეგვეშინდა. ადრე კოვიდი ბავშვებს მინიმალურად უვლინდებოდათ, ახლა კი თითქოს მაჩვენებელი გაიზარდა. თუმცა, მაჩვენებელი გაიზარდა 20–30 წლის პაციენტებს შორისაც.“

ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება – თუმცა არა ბავშვებში

პროფესორი რასელ ვინერი ფიქრობს, – „ზამთარში ბავშვთა ავადობის შემთხვევები ძალიან იზრდება. ამჟამად Covid-19–ის თვალსაზრისით რამე განსაკუთრებულ წნეხს ვერ ვგრძნობთ. ზოგადად ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ბავშვებსაც და ახალგაზრდებსაც არანაირი სიმპტომი არ აქვთ. ახალი შტამი ყველა ასაკის ადამიანში ვლინდება და ბავშვებში განსაკუთრებულ ზრდას ნამდვილად ვერ ვატყობთ“

პროფესორი ვინერი ირწმუნება, რომ ის თავის კოლეგებსაც ეკონტაქტა და ამ საკითხთან დაკავშირებით მათაც იგივე აზრი აქვთ.

„მე ისევ უფროსებზე ვდარდობ და არა ბავშვებზე“ – აზუსტებს მედიკოსი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები