LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი ჩეხეთშიც დაფიქსირდა

135
h-57276464

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი ჩეხეთშიც დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულია ქალი, რომელიც ეგვიპტიდან დაბრუნდა.

„ამჟამად ჩვენთვის ცნობილია, რომ ქალი ეგვიპტიდან დაბრუნდა. ვვარაუდობთ, რომ ის „ომიკრონის“ შტამითაა ინფიცირებული. მისი ანალიზების საბოლოო შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი დანიელ კეპლი.

ცნობისთვის, მსოფლიო მორიგი კოვიდ-გამოწვევის წინაშეა. ჯანმომ კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკულ ვარიანტს “ომიკრონი” უწოდა და “შემაშფოთებელი ვარიანტის” კლასიფიკაცია მიანიჭა.

ახალ ვარიანტს უამრავი სხვადასხვა სახის მუტაცია აქვს. ჯანდაცვის ექსპერტებს რამდენიმე კვირა დასჭირდებათ იმისთვის, რომ დაადგინონ რამდენად გადამდებია ახალი შტამი და რამდენად ეფექტურია არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g