კორონავირუსით 15 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომელიც პირველ სამედიცინო კლინიკაში მკურნალობდა.
კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 15 წლის პაციენტი მართვით სუნთქვაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.
პაციენტის გარდაცვალების შესახებ „ფორტუნას“ საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.
31 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 22 პაციენტი.
კორონავირუსით 1 673 დაინფიცირდა, 2 881 გამოჯანმრთელდა – რა ხდება რეგიონებში