მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, საქართველოში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 1 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.
„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 38 936-ს შეადგენს.
როგორც გუშინდელ ბრიფინგზე აღვნიშნე, გვქონდა ოპტიმისტური მოლოდინები გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ამ მხრივ დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 881 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 22 691-მდე გაიზარდა.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 22 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში – 10 ადამიანი, აჭარაში – 7, იმერეთში – 4, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 307 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი 1 673 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
თბილისი – 684 შემთხვევა,
აჭარა – 351,
იმერეთი – 214,
ქვემო ქართლი – 75,
შიდა ქართლი – 98,
გურიაი – 41,
სამეგრელო და ზემო სვანეთი – 86,
კახეთი – 52,
მცხეთა-მთიანეთი – 23,
სამცხე-ჯავახეთი – 33,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 16.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 912. 4 136 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 037, აჭარაში – 699. მძიმე პაციენტი გვყავს 511, მათ შორის, თბილისში – 256, აჭარაში – 77. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 208 პირი – მათ შორის, თბილისში – 91, აჭარაში – 76. 2 245 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 145 – აჭარაში, ხოლო 822 – თბილისში. 9 531 მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 001 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 596, აჭარაში-1 435.
სულ 6-30 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 10 379 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 30 467 პირი, საიდანაც თბილისში – 3 515 პირი, აჭარაში – 12 996, იმერეთში – 3 997.
ამ ეტაპისთვის არსებული სტატიკური მონაცემების შესახებ მოგეწოდათ დეტალური ინფორმაცია“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.