LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა, 2 075 გამოჯანმრთელდა

89
BeFunky-collage - 2020-10-29T093803.518

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისათვის ქვეყანაში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 273-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 075 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 709 ადამიანი დაინფიცირდა

ამავე გვერდის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 324 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 209 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 346-ს შეადგენს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები