LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდ19-ით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 673, გამოჯანმრთელდა 298 – განახლებული სტატისტიკა

82
Untitled design (1)

ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 კიდევ 298-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 272 899-მდე გაიზარდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, გამოვლინდა კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 281 145-ია.

ახალმა კოვიდინფექციამ კიდევ 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 3 773 პაციენტი.

ამ დრომდე:

კარანტინის რეჟიმში რჩება 263 პირი.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 1 624 ადამიანი.

კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 214-ია.

ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა 30 751 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 361, PCR ტესტით – 7 390.

სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.

პოპულალურები