LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდვაქცინა სეზონური გახდება და მოგვიწევს სეზონური გრიპისა და სეზონური კოვიდვაქცინის გაკეთება – გიორგი ფხაკაძე

2137
გიორგი ფხაკაძე

პანდემია ნიშნავს, რომ მსოფლიო არის ინფიცირებული და სანამ ერთი ადამიანიც კი იქნება ისეთი, რომელიც არ არის აცრილი და ჯერ არ გადაუტანია კოვიდი, მუდმივი რისკის ქვეშ ვართ, – ამის შესახებ რადიო “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა და არსებული ეპიდვითარების ფონზე პანდემიის დაძლევის გზებზე ისაუბრა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის მოსაზრებით, თუ საწყის ეტაპზე ითვლებოდა, რომ პანდემიას მსოფლიო 2 წელიწადში დაამარცხებდა, ახალი შტამების გავრცელების ფონზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა “დელტა” შტამი ახალი ეპიდემიის მსგავსად ვრცელდება, პანდემიის დასრულების დრო უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ფიქრობს, რომ უახლოეს მომავალში კოვიდვაქცინა გრიპის საწინაააღმდეგო ვაქცინის მსგავსად, სეზონური გახდება.

“ჩვენ ვიცით, რომ 200-ზე მეტ სხვადასხვა მედიკამენტზე მიმდინარეობს მუშაობა და ალბათ, წლის ბოლოსთვის ძალიან საინტერესო შედეგები გევქნება.

300-ზე მეტ სხვადასხვა ვაქცინაზე ახლაც მიმდინარეობს მუშაობა, დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო ეფექტური და იაფი ვაქცინებიც დაგვეწევა და მალე, მხოლოდ მოდერნასა და ფაიზერის იმედზე აღარ ვიქნებით.

 სანამ პანდემია იქნება დედამიწაზე, ჩვენ უნდა დავიცვათ თავი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ვხედავთ 7  სხვადასხვა საყურადღებო შტამის ცირკულაციას.

ამიტომ ვფიქრობ, კოვიდვაქცინა სეზონური გახდება და მოგვიწევს სეზონური გრიპისა და სეზონური კოვიდვაქცინის გაკეთება, რომელიც, სავარაუდოდ, სექტემბრ-ოქტომბრის თვეებში გაკეთდება ხოლმე”  – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ და აღნიშნა, პროცესი ვაქცინაციის გარდა,შესაძლოა გახდეს მედიკამენტოზურიც.

ფხაკაძე მიიჩნევს, რომ პანდემიის დასრულება მოქალაქეების პასუხისმგებლიან ქცევაზეც არის დამოკიდებული  – “ერთობლივი ძალისხმევა გვჭირდება ერთმანეთის დასახმარებლად. ვაქცინაციასთან ერთად, ალბათ წამლებიც დავგეხმარება, თუმცა უნდა გავიაზროთ, რომ სამედიცინო პირბადეზე უკეთესი წამალი დღეს არ არსებობს.

მუტაცია არ ვიცით საითკენ წავა, არავინ ელოდა რომ დელტა ვირუსი გახდებოდა ცალკე აღებულია ეპიდემია, ის ისე აფეთქდა რომ არავინ ელოდა, ჩვენ ველოდით რომ პანდემია 2 წელიწადში დასრულდებოდა, ასევე ბრიტანული ვირუსიც თითქოს სუსტდებოდა, მაგრამ დელტამ ყველაფერი გადმოატრიალა.

ჩვენ ასევე გვაქვს 7 სხავადსხვა ტიპის საყურადღებო ვარიანტი დელტას გარდა, რომელიც მაგალითად კოლუმბიდაან, პერუდან და აშშ-დან წამოვიდა და არიან ძალიან საყურადღებო ვარიანტები, რომელთანაც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ – ერთადერთი გამოსვაალი ვაქცინაციაა და რატომ ვაქცინაცია? – ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ვირუსი არ გამრავლდეს.

თუ ჩვენ ვირუსს გადავუკეტეთ გავრცელების გზა, ის ვეღარ განიცდის მუტაციას და რა თქმა უნდა, ჩვენ დავამარცხებთ ეპიდემიას და რაც უფრო ჯიუტად არ გამოვიყენებთ სამედიცინო პირბადეს და ვაქცინაციას, ვირუსი პირიქით იხეირებს, გამრავლდება, მუტაციაც ექნება და უფრო დიდხანს დაგვტანჯავს” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ “კვირის თემაში” სტუმრობისას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები