LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრამონი გრიგორიადისის დაკავებაზე: შესაძლოა, ეს იყოს სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ის რომ გამოარჩიეს და გახადეს საჩვენებელი, არის სამარცხვინო

204
BeFunky-collage - 2023-04-02T012308.475

შესაძლოა, ეს იყოს სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ის რომ გამოარჩიეს და გახადეს საჩვენებელი, არის სამარცხვინო, – აღნიშნულის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მისულმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა მთავრობის კანცელარიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, აქციაზე დაკავებული ახალგაზრდას მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად მივიდა.

„პირველ რიგში, კარგია, რომ გვაქვს შეკრების თავისუფლება და ადამიანები გამოვიდნენ ამ ახალგაზრდის სოლიდარობის მიზნით, რომელიც დაკავებული იქნა. რა თქმა უნდა, ეს შესაძლოა, იყოს სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ის რომ გამოარჩიეს და გახადეს საჩვენებელი, არის სამარცხვინო.

ვფიქრობ, იმის ფონზე, რაც ხდებოდა მარტის დასაწყისში, მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ყველას აქვს შეკრების უფლება და არ არის საჭირო ამ დემონსტრაციის ინდივიდების ამორჩევა, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ კარგია აქ მოსვლა და სოლიდარობის გამოხატვა.

აქ, როგორც ყველა, იმისთვის ვარ, რომ სოლიდარობა გამოვხატო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დააკავეს. ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, თუ რა ქნა მან, მიუღებელია პარლამენტში მისი გამოცალკევება, აშკარად სპეკულირება, რომ იგი და ხალხის კონკრეტული ჯგუფი ძირს უთხრიან ამ პროტესტს.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ყველას აქვს ამ უცხოური გავლენის კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის თანაბარი უფლება. ასე რომ, მინდა, ჩვენი სოლიდარობა გამოვხატო, სოლიდარობა გამოვხატო საქართველოს მოქალაქეებისადმი, მოსახლეობისადმი, რომელიც ძალიან უჭერს მხარს პროდასავლურ და პროევროპულ პოზიციებს. ვფიქრობ, ეს არის მიზეზი, რატომაც ვარ აქ, ეს ძალიან მარტივია“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ცნობისთვის, 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ე.წ. „აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს.

ამ დროისთვის მთავრობის კანცელარიასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია დასრულდა.

მთავარი ფოტო: ინტერპრესნიუსი

„4 საათში 20 000 ლარამდე თანხა შეგროვდა… მთელი ოჯახი შოკშია, უდიდეს მადლობას გითვლიან ყველას, რომ არ დატოვეთ მარტო ეს ბიჭი“ – სალომე ბარკერი

მთავრობის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g