LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრემლი – კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატით, კრემლზე, პუტინის რეზიდენციაზე იერიში სცადა

194
putinis

კიევმა ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის განხორციელება სცადა, – ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

„ოთხშაბათს ღამით, კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის კრემლის რეზიდენციაზე იერიში სცადა“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

გარდა ამისა, კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ის თავდასხმას „დაგეგმილ ტერორისტულ ქმედებად“ მიიჩნევს.

მედია კრემლზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კრემლზე სავარაუდო თავდასხმაში ორი დრონი გამოიყენეს, თუმცა მათი მწყობრიდან გამოყვანა რუსეთის თავდაცვის ძალებმა მოახერხეს.

კრემლის განცხადებითვე, პუტინი აღნიშნულ რეზიდენციაში არ იმყოფებოდა, არ დაშავებულა და მისი სამუშაო გრაფიკი არ შეცვლილა.

კერძოდ, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პუტინი მოსკოვის მახლობლად, ნოვო ოგარიოვოს რეზიდენციაში მუშაობდა. გარდა ამისა, მედია იუწყება, რომ რუსეთის დედაქალაქმა არაავტორიზებული სამოქალაქო დრონების გამოყენება აკრძალა.

კრემლში აღნიშნულ ქმედებებს დაგეგმილ ტერორისტულ აქციად და 9 მაისის აღლუმის წინ რუსეთის პრეზიდენტზე თავდასხმად აფასებენ.

„რუსული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს საპასუხო ზომები იქ, მაშინ, სადაც და როცა ჩათვლის საჭიროდ“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები