ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა გიორგი გახარიას წერილი გამოუგზავნა. ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკოლი საქართველოში პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ.
“დღეს ადამ კინზინგერმა, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკოლმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც გამოთქვამენ ღრმა შეშფოთებას პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო, რაც საქართველო დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლური ინტეგრაციის გზაზე სვლას პრობლემას უქმნის”, — წერს კინზინგერი “ტვიტერზე.”
“Today, @RepKinzinger @GerryConnolly @RepEliotEngel & @RepMcCaul sent a letter to the Georgian PM with grave concerns over political targeting & a declining economic trend that spells trouble for Georgia’s path towards democratic reform & Western integration.” – @Maura_Gillespie
— Adam Kinzinger (@RepKinzinger) January 21, 2020
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის გახარიას მისამართით პირველი წერილი, რომელშიც ამერიკელები შეშფოთებას გამოთქვამენ.
კონგრესმენებმა წერილი დეკემბერშიც გამოუგზავნეს პრემიერ მინისტრს. ისინი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირების შეუსრულებლობას აკრიტიკებდნენ და გაოგნებას გამოხატავდნენ.