LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუკავამ ქუთაისში სიმბოლურად ივანიშვილის სახელობის უნივერსიტეტი გახსნა

270

ქუთაისში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახა კუკავამ ბიძინა ივანიშვილის სახელობის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სიმბოლურად გახსნა.

კუკავას თქმით, 40 ათასი სტუდენტის ნაცვლად, დღეს აქ 40 ათასი ბაყაყია.

„ჩვენ შარშანაც ვიყავით აქ და გვითხრეს, რომ უნივერსიტეტს წელს უნდა მიეღო 40 ათასი სტუდენტი, მაგრამ დღეს აქ არის 40 ათასი ბაყაყი. ეს არის რეალურად ბიძინა ივანიშვილის სახე და ეს ასევე აშენდება საქართველო ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში,” – განაცხადა კახა კუკავამ.

ქუთაისში მუხნარის ტყეში კუკავა მხარდამჭერებთან და პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსთან გოგი წულაიასთან ერთად მივიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g