LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურორტ გომისმთაზე ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

185
117138891

გურიაში, კურორტ გომისმთაზე 23 წლის კაცს ეძებენ. ახალგაზრდა მამაკაცი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის მკვიდრია. ბოლოს ის გომისმთაზე ნახეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია გურიის სამმართველოს თანამშრომლები და მოხალისეები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დაკარგულ ახალგაზრდას ამ დრომდე ინტენსიურად ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია სამმართველოს 10-ზე მეტი თანამშრომელი და საჭიროების შემთხვევაში დამატებით ძალების მობილიზება განხორციელდება. ადგილზე ასევე რამდენიმე დრონი მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები