კურტ კობეინის ქალიშვილმა, ფრენსის კობეინმა მამის სახელზე ტანისამოსის ახალი კოლექცია შექმნა. კოლექციაში წარმოდგენილია მაისურები და ქუდები, რომლებეც კურტ კობეინის ესკიზები, ნახატები და ხელით დაწერილი ნოტებია გამოსახული.

კკოლექცია ორივე სქესის ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. მისი შეძენა ინტერნეტში, ვებგვერდზე KurtCobainShop.com ზეა შესაძლებელი.

აღნიშნული კოლექცია სახელწოდებით “კურტი აქ იყო” მუსიკოსის გარდაცვალებიდან 25 წლისთავს ეძღვნება.

მსგავსი თემები