LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუს ტბა მთაწმინდას საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება

503
shutterstock_1063827755

კუს ტბა და მთაწმინდა ერთმანეთს საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ ისაუბრა.

“ეს ძალიან მიმზიდველი იქნება როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ ისეთ სივრცეებს გაეცნოს თბილისში, სადაც პრაქტიკულად ხელმისაწვდომობა ნაკლები იყო. ასევე 20 ჰექტრამდე ტერიტორიაზე ტყე აღდგება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი განმარტებით, მერიამ უკვე დაასრულა ტყის ინვენტარიზაცია, შედეგად კი გამოიყო რვა ძირითადი სატყეო სექტორი. პროექტის მიხედვით, ბილიკი წლის ბოლომდე მოეწყობა და მისი სიგრძე 6 კილომეტრი იქნება. როგორც ბითაძე ამბობს, ბილიკებზე საკემპინგე და  დასასვენებელი ადგილები, ასევე ეკოლოგიური განათლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო დაფინანსებით ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები