LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუს ტბამდე მისასვლელი გზა ჩაიკეტა: კვლავ მოგიწოდებთ, დარჩეთ სახლში

185
BeFunky-collage (9)

კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე კუს ტბამდე მისასვლელი გზა ჩაიკეტა. ამის შესახებ განცხადებას კუს ტბის ადმინისტრაცია ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ გაფრთხილების მიუხედავად, ხალხის ნაწილი მაინც სტუმრობდა ტერიტორიას და არ იცავდა სიცუალურ დისტანციას.

კამპანია #დარჩისახლში თბილისის ქუჩებზეც აისახა – ფოტორეპორტაჟი დაცარიელებული დედაქალაქიდან

“ჩვენი, როგორც კუს ტბის ადმინისტრაციის მიერ სახლში დარჩენის რეკომენდაციისა და გაფრთხილების მიუხედავად, ვიზიტორების გარკვეული ნაწილი მაინც სტუმრობდა ტერიტორიას და არღვევდა სოციალურ დისტანციას. იმის გამო, რომ საერთო სურათი არ შეცვლილა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა კუს ტბამდე მისასვლელი გზის ჩაკეტვა, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ და კვლავ მოგიწოდებთ, დარჩეთ სახლში, მიუდგეთ დღევანდელ სიტუაციას პასუხისმგებლობით და ვიზრუნოთ ერთმანეთზე,” – წერია განცხადებაში.

https://www.facebook.com/kustbatbilisi/photos/a.533703670104032/1569734179834304/?type=3&theater

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები