ბოლო რამდენიმე თვეა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი კვლავ ერთად არიან. მეტიც, მოდელი ყოფილი ქმრის სახლთან ჩემოდნებით გადაიღეს. თუმცა მას შემდეგ პაპარაცების ინტენსიური თვალთვალის მიუხედავად, წყვილი ერთად არ გამოჩენილა.
ფოტო: კვლავ ერთად – ირინა შეიკი ბრედლი კუპერთან საცხოვრებლად გადადის
ფოტო: ირინა შეიკი „ბარბერის“ სასწაულ კაბაში – ბრედლი კუპერის თვალით დანახული საყვარელი ქალი
და აი, „მეტ გალაზე“ 34 წლის შეიკი ბრედლისთან ერთად გამოჩნდა. მოგვიანებით ერთობლივი ფოტო მან „ინსტაგრამზეც“ გაავრცელა. ბრედლის ირინას წელზე ხელი ნაზად ჰქონდა შემოხვეული. რაც შეეხება მოდელის ჩაცმულობას, მან უარი განაცხადა კაბაზე და ტყავის შავი კომბინეზონი მოირგო.
ფოტო: ბედნიერი ოჯახი – ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი კვლავ ერთად არიან
ფოტო: ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდნენ