LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდნენ

388
bredlikuperi

ნიუ-იორკში გილიერმო დელ ტოროს მიერ გადაღებული ახალი ფილმის ,,კოშმარული ხეივანი” Nightmare Alley პრემიერა შედგა. წლის მთავარ კინოპრემიერას მაყურებელი დიდი ხანია ელის, რადგან ფილმში მთავარ როლებს ამერიკული კინოს ტოპ-ვარსკვლავები, ბრედლი კუპერი, რუნი მარა და ქეით ბლანშეტი ასრულებენ. რაც შეხება თავად ფილმს, ის ახალგაზრდა ილუზიონისტის შესახებ გვიყვება, რომელიც ამბობს, რომ გარდაცვლილებთან საუბარი შეუძლია.

გამოიცანით ვის კოცნის – გილერმო დელ ტოროს ახალი ფილმის პირველი თრეილერი ინტერნეტსივრცეს იპყრობს

კინოპრემიერის სენსაცია გახდა ბრედლი კუპერის გამოჩენა წითელ ხალიჩაზე, 46 წლის მსახიობი პრემიერაზე ირინა შეიკთან ერთად გამოჩნდა, რამაც საბოლოოდ დაადასტურა ინფორმაცია წყვილის შერიგების შესახებ. ირინა შეიკი განსაკუთრებულად ლამაზი იყო. ის ულამაზეს კომბინეზონში იყო გამოწყობილი, რომელიც ტყავის აქსესუარებით იყო გაწყობილი.

ფოტო: ბედნიერი ოჯახი – ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი კვლავ ერთად არიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები