LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბედნიერი ოჯახი – ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი კვლავ ერთად არიან

12173
page

ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის რომანი 2015 წელს დაიწყო, ისინი 2019 წელს დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა ქალიშვილს ერთად ზრდიან და ერთადაც არაერთხელ გამოჩენილან. ბოლო პერიოდში წყვილი ერთად დიდი დროს ატარებს, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფოტოები კი იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ჰოლივუდური წყვილი კვლავ ერთადაა.

გასულ კვირას ისინი ხელკავით გადაიღეს, შემდეგ კი 35 წლის მოდელმა მადლიერების დღე ბრედლისთან ერთად გაატარა და მისი სახლი გამთენიისას დატოვა.

ირინა შეიკი ყოფილი ქმრის სახლიდან გამთენიისას გამოვიდა – პაპარაცული ფოტოები

ფოტო: კვლავ ერთად – ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთად გადაიღეს

სულ ცოტა ხნის წინ ისინი ნიუ-იორკის ქუჩებში კვლავ ერთად დააფიქსირეს. მათ ქალიშვილი, ლეა „მაკნატუნაზე“ წაიყვანეს და ქუჩაში სეირნობისას ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდნენ. მოდელი ექს- მეუღლეს ეხუტებოდა. მოგვიანებით მათ ენ ჰეთევეი და მისი ქმარიც  შეუერთდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები