მას შემდეგ, რაც ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთმანეთს დაშორდნენ, წყვილი ერთად არაერთხელ შეუნიშნავთ, მათ 4 წლის ქალიშვილი ლეა ჰყავთ, რომელსაც ერთობლივად ზრდიან.
თუმცა, რაც წუხელ, მანჰეტენზე მოხდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 35 წლის მოდელი და 46 წლის მსახიობი ქუჩებში ხელკავით სეირნობდნენ. პაპარაცების დანახვისას ბრედლი ღიმილს ვერ იკავებდა, წყვილი ბედნიერად გამოიყურებოდა. აღნიშნული ფოტოების გავრცელების შემდეგ, წყვილის გულშემატკივრები ვარაუდობენ, რომ ისინი კვლავ ერთად არიან.
ბრედლი კუპერი ახალი ვარცხნილობით და 3 წლის ლეა – ფოტოები კვლავ ინტერნეტს იპყრობს