LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: ორენოვან გარემოში ბავშვები უკეთესად ვითარდებიან

357
12345

ორი სხვადასხვა ენის სიტყვების მოსმენაც კი ბავშვებს განვითარებაში ეხმარება მანამ, სანამ ისინი ლაპარაკს დაიწყებენ. ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ორენოვან გარემოში გაზრდილ ბავშვებს სხვებთან შედარებით უფრო ადრე უვითარდებოდათ კოგნიტური უნარები, როგორიცაა მაგალითად გადაწყვეტილებების მიღება და გამოსავლის მოძებნა.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევის ფარგლებში მეცნიერები 16 პატარას აკვირდებოდნენ, რომელთაგან 8 ბავშვის მშობლიური ენა ინგლისური იყო, დანარჩენი 8 ბავშვი კი ინგლისურ-ესპანურად მოლაპარაკეთა ოჯახებს წარმოადგენდა.

მაგნიტოენცეფალოგრამის საშუალებით მკვლევარები სწავლობდნენ ბავშვების ტვინის აქტივობას და რეაქციებს სიტყვებზე. აღმოჩნდა, რომ ბავშვებს, რომლებიც დაბადებიდან ორენოვან გარემოში იზრდებოდნენ, ტესტების დროს უაქტიურდებოდათ თავის ტვინის ქერქის ის უბნები, რომლებიც პასუხს აგებენ კოგნიტურ უნარებზე.

„დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ბავშვები ჯერ კიდევ ლაპარაკის დაწყებამდე სწავლობენ გადაწყვეტილებების მიღებას და რთული სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნას, რისი მიზეზიც სწორედ მათი ორენოვან გარემოში ყოფნაა. მათი ტვინი თავიდანვე ერგება გარემოს, სადაც საჭიროა სწრაფი აზროვნება და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება.“- აცხადებენ მკვლევარები.

ეს კვლევა არ არის ერთადერთი, რომელიც მინიმუმ ორი ენის ცოდნის შედეგად მიღებულ სარგებელზე მიუთითებს. მსგავსმა კვლევებმა, რომლებშიც ზრდასრული ადამიანები მონაწილეობდნენ უჩვენა, რომ იმ ადამიანებს, ვინც ორ ან მეტ ენაზე საუბრობს ბევრად უკეთ აქვთ განვითარებული ე.წ. „ტვინის აღმასრულებელი ფუნქციები“. შესაბამისად, მათ უფრო ადვილად შეუძლიათ გაუმკლავდნენ სტრესს, მიიღონ გადაწყვეტილებები, მოძებნონ გამოსავალი და დაგეგმონ რაიმე აქტივობა.

არსებობს ვარაუდი იმის შესახებაც, რომ უცხო ენის შესწავლას შეუძლია ხელი შეუშალოს თავის ტვინის ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიცაა ალჰაიმერის დაავადება ან დემენცია.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები