ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი მოდელი და ერთ დროს ავთანდილის მუზა, რომლის გარეშეც დიზაინერის არც ერთი ჩვენება არ ეწყობოდა, თავადაც მღეროდა და სიმღერებსაც უძღვნიდნენ – ლალი ტოტიკაშვილი ისევ არაჩვეულებრივ ფორმაშია.
მოდელმა ახლახან ქალიშვილთან, ნიტა ხუბულიასთან ერთად გადაღებული საახალწლო ფოტოსესია გამოაქვეყნა. ფოტოსესია იკა დოღონაძეს ეკუთნის.