LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარის კურსი და ცნობილები: „ვინმე კეთილი ბიძა თუ მოვა და ყველას სესხს დაგვიფარავს, ესეც ზღაპრის კარგი სცენარია…“

874
nanukanodiko92025

ლარის კურსის ცვლილებას არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეები, არამედ შოუბიზნესის სახეებიც ეხმარებიან. სოციალურ ქსელში დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ლარის კურსის დრამატული ცვლილებაა.

ნანიკო ხაზარაძემ ამ თემაზე პატარა გამოკითხვის მოწყობა გადაწყვიტა:

„გამოდით, ვისაც სესხი დოლარში გაქვთ“.

მის ამ სტატუსს უამრავი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის ინგა გრიგოლია, ეკო ფანგანი, ნოდიკო ტატიშვილი, კახა კუხიანიძე. ყველა მათგანი წერს, რომ სესხი ეროვნულ ვალუტაში აქვს.

ნანიკო ხაზარაძემ ამ თემაზე კომენტარი fortuna.ge-სთან უფრო ვრცლად გააკეთა:

„კატასტროფა ხდება. სტატუსი ასე დავწერე, ვის გაქვთ სესხი დოლარში-მეთქი, რადგან მათთვის ცხოვრება ძალიან გაჭირდება და ეს მსუბუქად ნათქვამია.

მე მაქვს სესხი დოლარში. თავიდან ვფიქრობდი, რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა იმ ადამიანებს, ვისაც სესხი გვაქვს, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს არ აისახება მხოლოდ მათზე, ვისაც სესხი აქვს, ეს ყველას შეეხება, რადგან ველოდები პროდუქტების გაძვირებას. ვისაც სესხი ლარში აქვს, მისთვისაც რთული იქნება, რადგან ალბათ რეფინანსირება მოუწევთ…

გამოსავალი რა შეიძლება იყოს?

გამოსავალი არ ვიცი, რა შეიძლება, იყოს. ფანტასტიკის სფეროა, რომ ბანკებმა უცებ გვითხრან, ვისაც სესხი გაქვთ აღებული, იმ კურსით დაგითვლით, რაც ადრე იყოო, მაგალითად 1.78-ით. ამას ხუმრობით უფრო ვამბობ, რადგან ეს სპილბერგის ახალი ფილმის სცენარი უფროა. სხვა გამოსავალი არ ვიცი. ვინმე კეთილი ბიძა თუ მოვა და ყველას სესხს დაგვიფარავს, ესეც ზღაპრის კარგი სცენარია…

მოკლედ, კარგი მეზღაპრე ყოფილხარ…

იმიტომ ვარ მეტ-ნაკლებად კარგ ხასიათზე (იღიმის).

შენ თუ ისარგებლე პანდემიის დროს სესხის დაპაუზების რამდენიმეთვიანი პროგრამით?

არ მისარგებლია. მე არ შემიწყვეტია სამსახური და შესაბამისად, ანაზღაურება მერიცხებოდა. უკან როგორ მომიბრუნდებოდა, არ ვიცოდი, ამიტომ მივხვდი, რომ ამისი გაკეთება არ ღირდა. ზოგმა დაიჯერა, რომ ბანკი არის ძალიან კეთილი და ამ ყველაფერს უბრალოდ, ისე გვიპაუზებდა. ბევრთან ამ თემაზე კამათი მომდიოდა. ვერ დავაჯერე, რომ დაპაუზების შემდეგ ზედმეტი ფული დაერიცხებოდათ. ბევრმა არ დაიჯერა, მაგრამ ახლა წუწუნებენ. სამსახური რომ არ მქონოდა, მეც მომიწევდა დაპაუზებაის გამოყენება…

ნოდიკო ტატიშვილმა სოციალურ ამონარიდი გამოაქვეყნა, რომელიც ლარის კურსს ასახავს და დაწერა: „რამე გვეშველება?“

ნოდიკომ ასევე ჩვენთან ისაუბრა შექმნილი მდგომარეობის შესახებ და გვითხრა:

„ეს პანდემია ხომ ყველას ურტყამს, რადგან ფაქტობრივად, ყველაფერი გაჩერებულია. ხალხი რჩება სამსახურის გარეშე, ზოგს ხელფასი საერთოდ არ აქვს და ზოგს უნახევრდება. ეს ზოგადი პრობლემაა, თუმცა მომღერლებს განსაკუთრებულად „გვირტყამს“, რადგან ჩვენიე რთადერთი შემოსავალია კონცერტები, საიდანაც ვარსებობთ და ვწერთ ახალ სიმღერებს,, ვიღებთ კლიპებს. ჩვენი პროფესიის ადამიანებს განსაკუთრებულად უჭირთ.

ჩემს თავზე ვისაუბრებ, რადგან სესხი მაქვს ევროში აღებული გამომდინარე იქიდან, რომ ბინა ვიყიდე. ექვსი თვე გადავავადე სესხის გადახდა, ახლა ოქტომბრიდან უნდა განვაახლო გადახდა. ვერ ვხვდები, სად არის ჩვენი საშველი, წარმოდგენაც არ მაქვს. ჩემს კონკრეტულ შემთხვევაზე გესაუბრებით, მაგრამ ძალიან ვნერვიულობ თითოეულ ჩვენს მოქალაქეებზე, რადგან ჩვენს ქვეყანაში 80%-ს ალბათ სესხი აქვს აღებული. რითი უნდა გადავიხადოთ და რითი ვიარსებოთ, ჩვენ, მომღერლებს თუ კონცერტები არ გვექნა, რა უნდა ვქნათ, არ ვიცი. ნეგატიურად განწყობილი ცხოვრებისადმი არ ვარ, მაგრამ მართლა ევრ ვხვდები, რა გვეშველება.

ძალიან გამიხარდება, თუ ვისაც ეს ხელეწიფება და ვისი დასარეგულირებელიც არის, ცოტა ხალხს და მოსახლეობას მოგვაქცევს ყურადღებას, ძალიან მალე საქართელოში სრული სიღატაკე დაიწყება. ისედაც ძალიან უჭირს ხალხს. ძალიან მწყდება გული და გული მიკვდება. იქნებ, ვინმე მოგვეხმაროს და ვინმემ მოიცალოს და ყურადღება მიაქციოს ადამიანებს.

კახა კუხიანიძემ თავისი აღშფოთება ასევე „ფეისბუქზე“ გამოხატა და დაწერა, რომ გამოსავალს მხოლოდ თირკმლის გაყიდვაში ხედავს.

კახა კუხიანიძე:

საკმაოდ დიდი სესხი მაქვს დოლარში და არც ერთი დღე არ ჩამირიცხავს დაგვიანებით, ბანკი ბევრ რამეში მეხმარება, რომ რაღაც გავაკეთო და წინ წავიდეს ჩემი ცხოვრება, მაგრამ შვიდი თვე რომ არ მუშაობ, საშეღავათო პერიოდი მორჩა და გვიწევს სესხის გადახდა… როცა ადამიანები ვემსახურებით საბავშვო სფეროს, ხელოვნებას და ორივე საქმიანობა არის გაჩერებული, როგორ უნდა გადავიხადოთ დოლარში თანხა, თანაც, როცა კატასტროფული სხვაობაა იმასთან მიმართებაში, როცა სესხი გამოვიტანეთ?!. ეს იყო სამი წლის წინ. მაშინ დოლარი 2.30-ზე იყო.

ბანკი გვთავაზობს ასეთ გამოსავალს, რაც ჩემი აზრით, ადამიანების შეცდომაში შეყვანაა – რესტრუქტურიზაციას. არსებული სესხი გადაკეთდება ახალ სესხად. რაც მე ვიხადე სამი-ოთხი წელი პროცენტებში თანხა, გამოდის, რომ ეს პროცენტები ჰაერში ვყარე. ახალი სესხი უნდა გაკეთდეს და ეს პროცენტები თავიდან უნდა გადავყარო რამდენიმე წელი, რომ ძირს რაღაც მოაკლდეს. ეს ცუდი შეთავაზებაა და კეთილი ინებონ სახელმწიფომ და ბანკმა და შეიმუშაონ გეგმა, რომ ადამიანები წელში არ გადაწყდნენ. მე შეიძლება მოვახერხო და ისტორია არ გავიფუჭო, მაგრამ ასე არ შეიძლება. ადამიანებს ძალიან უჭირთ და ფონი ზოგადად ძალიან ცუდია.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები