LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარის კურსს მოლოდინები მართავს – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

89
გაუფასურებული-ლარი-და-გაძვირებული-პროდუქტი

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ მიუხედავად ეროვნული ბანკის ინტერვენციებისა, ლარის კურსს პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი მოლოდინები მართავს.

“რეფინანსირებას გააკეთებს თუ არა ეროვნული ბანკი, ეკონომიკას ვალუტაზე ექნება ის მოთხოვნა, რა მოთხოვნაც აქვს. რეფინანსირების მიწოდება არ ნიშნავს იმას, რომ ეს ფული მიაქვთ ბანკებს და დოლარებში არეზერვებენ. როცა ისინი რეფინანსირებას იღებენ, ისინი იღებენ ამას ეკონომიკის დასაკრედიტებლად და არა დოლარების შესყიდვისთვის.

მსოფლიოში მეორე ტალღის ნიშნები შეინიშნება, საქართველოშიც არის გაცილებით მეტი ინფიცირებული დღეს, ვიდრე იყო თუნდაც ერთი თვის წინ, შესაბამისად, ამან მოლოდინები გააუარესა და სწორედ ამიტომ, ინტერვენციის მიუხედავად, მოლოდინები მართავს კურსს, თუმცა, რეზერვები საკმარისია იმისთვის, რომ ეროვნულმა ბანკმა საჭირო რაოდენობით მიწოდოს უცხოური ვალუტა ბაზარს,”- განაცხადა კაკაურიძემ.

ცნობისათვის, ოპოზიციაში ამბობენ, რომ რეფინანსირების სესხების მიწოდება და ბაზარზე უცხოური ვალუტის ერთდროულად გაყიდვა არასწორი ნაბიჯია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები