LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარმა გაუფასურების ისტორიული რეკორდი დაამყარა: 1 აშშ დოლარი 2.9942 გახდა

149
LARI

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9942 ლარი გახდა. ეს კი ნიშნავს, რომ ლარმა გაუფასურების ისტორიული რეკორდი დაამყარა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9942 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9494 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0448 შეადგინა.

პრემიერს სჯერა, რომ ლარი შესაბამის საბალანსო ნიშნულს დაუბრუნდება

„რა თქმა უნდა, ეს არის პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაქცია"

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3421 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3145 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0276 ლარი შეადგინა.

ეროვნულ ვალუტას კორონავირუსი “შეეყარა” – რა შეაჩერებს ლარის გაუფასურებას

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები