LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლავროვი: პოლონეთი აქტიურად ცდილობს უკრაინის ტერიტორია მიითვისოს – ალბათ მათ უნდა ვურჩიოთ, კარგად ისწავლონ თავიანთი ისტორია

119
სერგეი ლავროვი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი პოლონეთთან ვერანაირი მოლაპარაკების გზას ვერ ხედავს.

პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ლავროვმა ირონიული სიცილით თქვა, რომ „სჯობს პოლონეთმა საკუთარი ისტორიის კარგად შესწავლა დაიწყოს.“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსაზრებით, პოლონეთის პოლიტიკოსები აქტიურად ცდილობენ უკრაინის ტერიტორია მიითვისონ.

„იცით, მიჭირს ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსზე კომენტარის გაკეთება, ისევე როგორც უკრაინელ პოლიტიკოსებზე. პოლონეთისა და ზოგიერთი მისი მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებების ფონზე, ალბათ მათ უნდა ვურჩიოთ, დაიწყონ და კარგად ისწავლონ თავიანთი ისტორია.

მათ შორის, იმ მოვლენების შესწავლა დაიწყონ, რაც პოლონეთის ისტორიაში დევს. მანამდე კი, ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე მოლაპარაკებების გზას პოლონეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის. პოლონეთის პოლიტიკოსები აქტიურად ცდილობენ უკრაინის ტერიტორია მიითვისონ.“– განაცხადა სერგეი ლავროვმა.

დუდა: პოლონელ ხალხს არ სურს რუსეთის გავლენის სფეროში ყოფნა, ამიტომ მზად არიან, ჩვენი შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად საკუთარი კეთილდღეობა შესწირონ

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები