LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: პოლონეთში 21 წლის მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

142
ing

პოლონეთში, 21 წლის მამაკაცის სასიკვდილოდ ცემაში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა 27 იანვარს დილით, ქალაქ ვროცლავში მოხდა. მედიის ცნობითვე, 23 წლის ასაკის ორმა მამაკაცმა 21 წლის პირს ბასრი საგნით სცემეს და ჩხუბის დროს მიღებული დაზიანებებით მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც მედიასაშუალებები წერენ, სამართალდამცველებმა ორი უცხოელი პირის სწრაფად იდენტიფიცირება და დაკავება შეძლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები