LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგა სუპერბოულზე უფასოდ იმღერებს

89

მომღერალი ლედი გაგა, რომელიც 5 თებერვალს სუპერბოულის ერთ-ერთი მთავარი ჰედლაინერია, თავის გამოსვლაში ფულს არ აიღებს – ინფორმაცია ამის შესახებ პრესაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. მოგვიანებით ასევე ცნობილი გახდა, რომ წინა წლებში შოუში მონაწილეობა უფასოდ მიიღეს ბიონსემ, ბრუნო მარსმა და Coldplay-მაც.

„ჩვენ მომღერლებს არ ვუხდით ჰონორარს, მხოლოდ პრომოუტერის მომსახურების ხარჯებს ვფარავთ“, – განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა, ჯოანა ჰანტერმა.

ცნობილი ხდება ისიც, რომ სუპერბოულზე გამოსვლის შემდეგ ამა თუ იმ მომღერლის პოპულარობა და ალბომის გაყიდვები ერთიორად მატულობს. შესაბამისად, მასზე გამოსვლის შემდეგ, ლედი გაგას ახალ ალბომს „Joanne“ ყველანაირი შანსი აქვს, რომ პლატინის სტატუსის გახდეს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სუპერბოულზე გამოსვლის დროს, ორგანიზატორებმა ლედი გაგას დონალდ ტრამპის მიმართ კრიტიკის გამოთქმა აუკრძალეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები