LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლენუკა ყიფშიძე: „დღემდე 8 კაცი ერთად ვცხოვრობთ. პირდაპირ ვიტყვი: ამდენ ხალხში ცხოვრება უკვე ძალიან მიჭირს…“

274
ლენუკა ყიფშიძე

ლენუკა ყიფშიძე ჟურნალ „გზის“ კითხვას პასუხობს, რა არის მისთვის კომფორტის ზონა და აღნიშნავს, რომ ძალიან უჭირს ბევრ ხალხთან ერთად ცხოვრება:

„ჩემთვის კომფორტის ზონა არის სიმშვიდე. ისეთ ოჯახში ვიზრდებოდი, რომელშიც 24/7-ზე სტუმრიანობა იყო. თან, დღემდე 8 კაცი ერთად ვცხოვრობთ. პირდაპირ ვიტყვი: ამდენ ხალხში ცხოვრება უკვე ძალიან მიჭირს. მე და ჩემი შვილი განვიხილავთ – რაღაც უნდა ვქნათ, რომ ცალკე ვიცხოვროთ, რადგან ფიზიკურად და სულიერად არ მყოფნის ძალა, ფსიქიკა… ალბათ გადავიღალე, რადგან სულ ქაოსში ვცხოვრობდი. ჩემს ოჯახს სტუმარმასპინძლობა არასდროს ეშლებოდა, მაგრამ ცხოვრებაში არის რაღაც ასაკი და ეტაპი, როცა გინდა, ადამიანმა სიწყნარე, სიმშვიდე, სიმყუდროვე იგრძნო. მაგალითად, მეგობართან რომ დავრჩენილვარ ან დასასვენებლად სადმე წავსულვარ, იქ მიგრძნია, რომ სულიერად დავმშვიდებულვარ. ვატყობ, მშვიდი გარემო ჩემთვის კომფორტია“.

რა შეემთხვა ლენუკა ყიფშიძეს: „წამლებს ვსვამ, გადასხმა გამიკეთეს…“

ვიდეო: „შენ ვერ წარმოიდგენ როგორ მაკლიხარ“ – ლენუკა და ზურა ყიფშიძეების ემოციური შეხვედრა და მამა-შვილის გულახდილი საუბარი

ლენუკა ყიფშიძე: „მამაჩემი სათანადოდ ვერ დაფასდა. ზურა ყიფშიძე დღეს ისე არ უნდა ცხოვრობდეს, როგორც ცხოვრობს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები