„მეგობრებო, ბევრი მწერს, რატომ არ ვარ პროექტში. გუშინ გამომიშვეს სახლში, შაბათს რომ მივიდე ცოცხალი, სახლში ვარ. წამლებს ვსვამ, გადასხმა გამიკეთეს, რომ გამოვჯანმრთელდე ძალიან მალე. დიდი მადლობა მოკითხვისთვის…“ – წერს ლენუკა ყიფშიძე, რომელიც „პრაიმ ჰაუსში“ აღარ ჩანს.
შეგახსენებთ, ის შაბათის ლაივზე აუთსაიდერია და ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა, თუმცა ცოტა ხნით სახლის დატოვებამ მოუწია ჯანმრთელობის პრობლემის გამო. როგორც ჩანს, მას ძლიერი ვირუსი შეხვდა.
ლენუკა ყიფშიძე: „40 წლის ბებერს პროექტში რა უნდაო, ამაზე ხაზგასმა ჩემთვის ძალიან არასასიამოვნოა“