LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შენ ვერ წარმოიდგენ როგორ მაკლიხარ“ – ლენუკა და ზურა ყიფშიძეების ემოციური შეხვედრა და მამა-შვილის გულახდილი საუბარი

442
BeFunky-collage

პროექტ „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე ლენუკა ყიფშიძე მამას, ზურა ყიფშიძეს შეხვდა.

ლენუკამ, რომელიც ამჟამად აუტსაიდერია, მამისგან საჭირო რჩევები მიიღო.

ზურამ შვილს ჰკითხა, პროექტში მონაწილეობის დროს ყველაზე მეტად რა აწუხებდა, რაზეც ლენუკამ უპასუხა:

„სულ იყო ხალხისგან ბულინგი იმაზე, რომ მე, 40 წლის ქალს, რა მინდოდა პატარებთან პროექტში. ეს იყო ყველაზე დიდი დარტყმა ჩემთვის,“ – თქვა ლენუკამ. ლენუკამ ასევე აღნიშნა, რომ მას ამ სტერეოტიპის დამსხვრევა სურს.

ზურა ყიფშიძემ შვილს ემოციურად მიმართა და უთხრა, რომ ლენუკას პროექტში ყოფნის დროს, შვილი მას ძალიან დააკლდა.

„ყველაფერს უნდა შეხედო ოდნავ თავისუფლად, შენ ნურავის ნუ გადააგდებ რა, ძალიან გთხოვ…შენ ვერ წარმოიდგენ როგორ მაკლიხარ, შენ რომ არ ხარ მე ძალიან ცუდად ვარ,“ – უთხრა ზურამ ლენუკას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები