LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან, ჩვენ არ დაგტოვებთ მარტო! – თბილისი პრაიდის გუნდი ვასაძეს ფილმის ბილეთს ჩუქნის

231
75513424-618533372015528-7437438095881928704-n

ბოლო პერიოდში ქართულ-შვედური ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს თბილისი პრაიდის გუნდი შემდეგი ჟესტით გამოეხმაურა – მათ სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ლევან ვასაძეს ფილმზე დასასწრებ ბილეთს აჩუქებენ. 

შევალთ საოპერატოროში, ვთიშავთ ფილმს — ვასაძე ფილმის And Then We Danced-ის სეანსის ჩაშლას გეგმავს

მან ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ პარასკევს 16 საათზე ვერის ბაღში შეიკრიბებიან, დაიყოფიან ხუთ ჯგუფად და დაიძრებიან კინოთეატრებისკენ

“გულწრფელად შევწუხდით, რომ ლევან ვასაძემ ვერ შეძლო ფილმის ჩვენებაზე დასასწრები ბილეთის დროულად შეძენა და გადავწყვიტეთ ჩვენი კუთვნილი ბილეთი გავუგზავნოთ მას საჩუქრად.

ვაცნობიერებთ რომ კინოთეატრებში ბევრად სასიამოვნოა ამ ფილმის ნახვა და ასევე ვითვალისწინებთ იმ მსხვერპლსაც, რომელიც ლევანმა გაიღო, სპეციალურად გადადო რა მონაწილეობა დედების სიწმინდის დღის ღონისძიებაში, რომელიც მსოფლიო კონგრესის ფარგლებში ბუდაპეშტში იმართება.

ლევან, ჩვენ არ დაგტოვებთ მარტო! – წერს თბილისი პრაიდის გუნდი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები