LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხაბეიშვილი – არ მოგენატრათ გამარჯვების გემო? არ მოგენატრათ გამარჯვების ყიჟინა?.. ღმერთმა დალოცოს საქართველო, თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს!

157
ფორტუნა (2)

რამდენიც არ უნდა გვეძახონ, რომ „ცუდები ვართ, არაფერი არ გამოგვივა, რომ ვერ შევძლებთ ერთობას, ბრძოლას, გამარჯვებას“, ჩვენ აუცილებლად გამოგვივა, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთხელ უკვე ამოიყვანა ქვეყანა ჭაობიდან, შესაბამისად, ახლაც გაიმარჯვებენ და ემსახურებიან ხალხს “წარსულის შეცდომებზე გამობრძმედილები”.

„არ მოგენატრათ გამარჯკვების გემო? არ მოგენატრათ გამარჯვების ყიჟინა? არ მოგენატრათ, რომ კიდევ ერთხელ დავძახოთ: “საქართველოს გაუმარჯოს?” რამდენიც არ უნდა გვეძახონ, რომ “ცუდები ვართ, არაფერი არ გამოგვივა, რომ ვერ შევძლებთ ერთობას, ბრძოლას, გამარჯვებას”, ჩვენ აუცილებლად გამოგვივა, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენ არასდროს დავნებდებით. ჩვენ ერთხელ უკვე დაგვიმარცხებია კორუფცია, ამოგვიყვანია ქვეყანა ჭაობიდან და ახლაც, ასევე, დავამარცხებთ; ასევე ავაშენებთ; ასევე ვემსახურებით ხალხს წარსულის შეცდომებზე გამობრძმედილები და ნასწავლები. დიდება საქართველოს. ღმერთმა დალოცოს საქართველო. თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, პუტინის ტყვეს!”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ვარდების რევოლუციამ“ ფუნდამენტურად შეცვალა საქართველო და ის მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით განხორციელდა.

„ვარდების რევოლუცია, რომელიც მოხდა მიხელ სააკაშვილის ლიდერობით, ეს იყო მოვლენა, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა საქართველო.

ვარდების რევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდა თანამედროვე ქართული სახელმწიფო, ის სახელმწიფო, რომლის ადგილიც ევროპაშია“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები